საზაფხულო წვნიანი კორეულად
მომზადების დრო- 1,30წთ, პორციების რაოდენობა- 6, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 260 კკ-ია.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- [/b]2 ცალი ბადრიჯანი
- დაჭრილი ხახვი
- ზეითუნის ზეთი- 4 ს.კ
- ნიორი- 4 კბილი
- 1 ჩ.კ ქონდარი
- საშუალო ზომის პომიდორი
- 300 გ ბოსტნეულის ბულიონი
- ყაბაყი
- მარილი
- 1 ფრანგული ბაგეტი
- ბადრიჯანი და ყაბაყი გარეცხეთ და დაჭერით კუბებად.
- ხახვი და 2 კბილი ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.
- პომიდორი გაჭერით 4 ნაწილად
- ტაფაზე დაასხით 2 ს.კ ზეთი და დაუმატეთ დაჭრილი ბადრიჯანი, ყაბაყი და ხახვი. მოთუშეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ ნიორი და პომიდორი. დაუმატეთ კიდევ 1 ს.კ ზეთი და თუშეთ ერთად 20 წუთის განმავლობაში, დაამატეთ მარილი და პილპილი, ცოტა ხანში კი ქონდარი.
- დაახურეთ თავსახური და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 15 წუთის განმავლობაში.
- ბაგეტი დაწერით პატარა ნაჭრებად და დაბრაწეთ ზეთთან და ცოტა დაჭყლეტილ ნიორთან ერთად. მოაყარეთ ქონდარი და დატოვეთ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
- წვნიანი დააბლენდერეთ, სასურველ კონსისტენციამდე გაათხელეთ დარჩენილი ბულიონით.
- მიირთვით ბაგეტის ნაჭრებთან ერთად.