ბადრიჯნისა და ტკბილი წიწაკის პიკანტური სალათა
fpaparazzi ბადრიჯნის კიდევ ერთ, საინტერესო რეცეპტს გიზიარებთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ბადრიჯანი 1 ცალი
- მწვანე ხახვი 1 კონა
- ოხრახუში გემოვნებით
- მარილი
- 2-3 ღერი ქინძი
- ზეთი 4 ს/კ
- 2 ტკბილი წიწაკა
- 2 კბილი ნიორი
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით თხლად. გაახურეთ ტაფა, დაასხით 2 ს/კ ზეთი და შეწვით ბადრიჯნის ნაჭრები 3 წუთის განმავლობაში.
- გადაიტანეთ თეფშზე და გააჩერეთ.
- ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, გაარჩიეთ და დაჭერით თხელ წრეებად. ჩაყარეთ მდუღარეთი 1 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და დააცადეთ, რომ კარგად დაუწყუროს.
- ხახვი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით.
- სასალათეში გადაიტანეთ შემწვარი ბადრიჯანი, წიწაკა და ხახვი.
- ნიორი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. მწვანილიც გარეცხეთ, გააშრეთ და წმინდად დაჭერით.
- ნიორი და მწვანილი აურიეთ ერთმანეთში, დაასხით დარჩენილი ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მიღებული მასა მოასხით სალათს.
გემრიელად მიირთვით!