ნიჟარები ვენეციურად- ეგზოტიკური და გემრიელი კერძი

ნიჟარები ვენეციურად- ეგზოტიკური და გემრიელი კერძი
მომზადების დრო- 30 წთ, პორციების რაოდენობა-4, სამზარეულო- იტალიური, კალორიულობა- 480კკ-ია.

საჭირო მასალა:

  • მარილი გემოვნებით
  • ოხრახუში
  • 6 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 3 ნაჭერი თეთრი პურის კანი
  • ნიორი- 1 კბილი
  • ლიმონი
  • 12 ზღვის ნიჟარა

მომზადების წესი:

  1. ნიჟარებს დაასხით მდუღრე წყალი და კარგად გარეცხეთ. დანით ფრთხილად ამოაცალეთ შიგთავსი და ცალკე შეინახეთ.
  2. ნიორი გაარჩიეთ და დანაყეთ. ოხრახუში გარეცხეთ, გააშრეთ და ძალიან წვრილად დაჭერით. პურის კანები დაჭერით კუბებად. დაყარეთ ტაფაზე და ოდნავ დაბრაწეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაგრილება.
  3. ტაფა გაახურეთ, დაასხით ზეითუნის ზეთი და 3 წუთის განმავლობაში მოათავსეთ ნიჟარები, შემდეგ დაუმატეთ მათი შიგთავსი, ნიორი და ოხრახუში.
  4. მოასხით ლიმონის წვენი, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  5. დააწყვეთ ლანგარზე და გააფორმეთ პურის ორცხობილით

გემრიელად მიირთვით.