გიყვარს გამომცხვარი კარტოფილი? მაშინ ახლავე გაეშურე ლორის საყიდლად! მარტივი კერძის შესანიშნავი იდეა!
გამომცხვარი კარტოფილი შეგიძლიათ სუფრასთნ მიიტანოთ, როგორც გარნირი, ასევე გამოიჩინოთ ფანტაზია და მოამზადოთ მისგან ყველიანი კერძი. fpaparazzi შესანიშნავი კერძის იდეას გთავაზობთ!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კარტოფილი 4 ცალი
- არაჟანი 3 ს/კ
- მაგარი სახეობის ყველი 150 გ
- მარილი და პილპილი
- ლორი 200 გ
- მწვანე ხახვი 1 კონა
მომზადების წესი:
- კარტოფილი გარეცხეთ კარგად, ჩაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას და დაალაგეთ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე. აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი.
- წვრილად დაჭერით ლორი და მოხრაკეთ ტაფაზე. დაჭერით მწვანე ხახვი, ყველი გახეხეთ.
- გამომცხვარი კარტოფილი გაჭერით შუაზე, ამოუღეთ გული კოვზით, ოღონდ ძალიან ღრმად არა, დატოვეთ დაახლოებით 1 სმ რბილობი კანთან ერთად.
- კარტოფილის რბილობს შეურიეთ ლორი, ხახვი, ყველი და არაჟანი, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
- ჩადეთ მიღებული გულსართი კარტოფილის ნავებში და კვლავ შედგით ღუმელში, ახლა უკვე 160 გრადუსზე 40 წუთით.
- ისღა დაგრჩენიათ, უცებ მოამზადოთ მსუბუქი სალათა და ვახშამი მზად არის!
გემრიელად მიირთვით!