კარტოფილში გამომცხვარი თოხლო კვერცხი
fpaparazzi-ი გირჩევთ მოუმზადოთ ეს კერძი ბავშვებს საუზმედ. ძალიან გემრიელია და აუცილებლად მოეწონებათ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- მოზრდილი კარტოფილი- 3 ცალი
- კვერცხი- 6 ცალი
- ყველი- 100გ
- მწვანე ხახვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- კარტოფილი კარგად გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ.
- ყველი გახეხეთ, მწვანე ხახვი კი წვრილად დაჭერით.
- მოხარშული კარტოფილები გავჭრათ შუაში და გულის ნაწილი კოვზით ამოვაცალოთ.
- შემდეგ მოაყარეთ მარილი, პილპილი, ყველი და დაახალეთ კვერცხი.
- შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით.