გამომცხვარი კარტოფილი არაჟნით
fpaparazzi. გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ და ნოყიერ კარტოფილის კერძს ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კარტოფილი 12 ცალი
- მაგარი სახეობის ყველი 200 გ
- არაჟანი 0,5 ჭიქა
- ნიორი 1 კბილი
- ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
- მწვანე ხახვი დაჭრილი 1 ს.კ
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარგად გარეცხეთ კანიანი კარტოფილი გამდინარე წყალში, წაუსვით ზეითუნის ზეთი და შედგით 20-25 წუთი ღუმელში, სანამ არ დარბილდება.
- გამოიღეთ და მაშინვე გაჭერით შუაზე. ჩაის კოვზით ფრთხილად ამოაცალეთ გული, ისე რომ გარსი მთელი დარჩეს.
- ამოცლილი გული ჩაჭყლიტეთ ჩანგლით, დაუმატეთ გახეხილი ყველი, არაჟანი, დაჭრილი მწვანე ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი გემოვნებით, აურიეთ და ამოავსეთ კარტოფილის ნავები.
- შედგით კვლავ ღუმელში, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!