ნივრიან კარაქში გამომცხვარი კარტოფილი

ნივრიან კარაქში გამომცხვარი კარტოფილი
fpaparazzi კარტოფილის მომზადების კიდევ ერთ არაჩვეულებრივ მეთოდს გასწავლით. მარტივია და ძალიან გემრიელი!
საჭირო მასალა:
  • კარაქი 100 გ
  • ნიორი 4 კბილი
  • ოხრახუში 3 ს/კ
  • არაჟანი 1 ს/კ
  • ყველი მაგარი სახეობის 5 ს/კ

მომზადება:
  1. კარაქი მოათავსეთ ჯამში.
  2. ნიორი გაფცქვენით, დაჭყლიტეთ. ოხრახუში წმინდად დაჭერით, ყველი - გახეხეთ.
  3. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ არაჟანი, მარილი, პილპილი და კვლავ კარგად აურიეთ.
  4. გაფცქვნილი კარტოფილი გაჭერით შუაზე და მოათავსეთ კარაქცასმულ ლითონის ფირფიტაზე.
  5. ზემოდან მოასხით ნივრიანი სოუსი, შედგით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ აცხვეთ, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!