მან ტოსტის პურები გააბრტყელა... უბრალოდ ნახეთ, რა საოცრება გამოვიდა!
ფრანგული ტოსტი - შესანიშნავი იდეაა საუზმისთვის. სწრაფი, გემრიელი, ამასთან შეგიძლია ჩაატარო ექსპერიმენტები და მისცა სხვადასხვა ფორმა ან გაუკეთო განსხვავებული გულსართი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ტოსტის პური 1 შეკვრა
- ფორთოხლის ცედრა 2,5 ჩ/კ
- რძე 100 მლ
- კარაქი 3 ს/კ
- ვანილის ექსტრაქტი 0,5 ჩ/კ
- კრემ ხაჭო 150 გ
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 100 გ
- ფორთოხლის წვენი 300 მლ
- სახამებელი 2 ჩ/კ
მომზადების წესი:
- მოამზადეთ ფორთოხლის სიროფი. ჯამში აურიეთ ფორთოხლის წვენი, სახამებელი და 80 გ შაქარი. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ადუღეთ, სანამ მასა არ გასქელდება, თან ურიეთ.
- გადმოდგით მასა ცეცხლიდან, ჩაასხით ვანილის ექსტრაქტი, და უმატეთ 2 ჩ/კ ფორთოხლის ცედრა და 1 ს/კ კარაქი.
- ტოსტის პურს მოაჭერით კიდეები და გააბრტყელეთ თხლად თითოეული ნაჭერი.
- ჯამში აურიეთ კრემ-ხაჭო და სიროფი. წაუსვით მიღებული ტკბილი მასა პურის თითოეულ ნაჭერს და გადაახვიეთ მილებად.
- ათქვიფეთ კვერცხი რძესთან და დარჩენილ შაქართან ერთად. ამოავლეთ პურის მილები ამ მასაში, შემდეგ კი შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე კარაქში. სუფრასთან მიტანის წინ მოასხით ფორთოხლის არომატული სიროფი.
გემრიელად მიირთვით!