ვაშლის შტრუდელი ლავაშით
მხოლოდ ერთი ხრიკი და 15 წუთში დესერტი მზად არის! ალბათ ბევრ თქვენგანს უყვარს ტრადიციული ავსტრიული ვაშლის შტრუდელი, მაგრამ მის მომაზადებას დრო ჭირდება. fpaparazzi გთავაზობთ გემრიელი, ანალოგიური დესერტის მომზადების წესს, რომლისთვისაც სულ რაღაც 15 წუთი დაგჭირდებათ!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ტოსტის პურები ან თხელი ლავაში
- 120 გ კარაქი
- ვაშლი
- დარიჩინი და შაქარი
მომზადების წესი:
- მოაჭერით ტოსტის პურებს კიდეები ან დაჭერით ლავაში თანაბარ სწორკუთხედებად.
- თუკი ტოსტის პური გაქვთ, გააბრტყელეთ ცომის გასაბრტყელებლით, რათა თხელი ფირფიტა მიიღოთ.
- შაქარი და დარიჩინი აურიეთ ცალკე ჯამში, გაადნეთ კარაქი.
- ვაშლი გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბიკებად, დაასხით შაქრის სიროფი, გადაიტანეთ პურის ფირფიტაზე და დაახვიეთ პატარა რულეტებად.
- ამოავლეთ თითოეული რულეტი გამდნარ კარაქში.
- შემდეგ შაქრისა და დარიჩინის მასაში (ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ საფანელში დანაყილი, ან გატარებული ნიგოზი).
- მომზადებული რულეტები გადაიტანეთ ფოლგადაფენილ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.
- მიირთვით ცხელი. ნაყინი, ათქვეფილი ნაღები, გამდნარი შოკოლადი – შესანიშნავი კომპანიონებია ამ დესერტისთვის.
გემრიელად მიირთვით!