ვარდის ფორმის ხაჭოსგულიანი ფუნთუშები

ვარდის ფორმის ხაჭოსგულიანი ფუნთუშები
ამ ფუნთუშებით განსაკუთრებით ბავშვებს გაახარებთ. ამიტომაც fpaparazzi გირჩევთ, არ გადადოთ მისი საუზმისთვის მომზადება.
საჭირო მასალა:
  • 500 გ ფქვილი
  • 100 გ შაქარი + 1 ს/კ მოსასხმელად
  • 3 კვერცხის გული
  • 180 გ თბილი რძე
  • 20 გ ნედლი ან 7 გ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • მწიკვი მარილი

გულსართისთვის:
  • 300 გ ყველი რიკოტა ან ცხიმიანი ხაჭო
  • 100 გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 75 გ დაფქული ნუში ან თხილი
  • 1 ჩ/კ ფორთოხლის ესენცია
  • 1 ს/კ ნუშის ფანტელი
  • შაქრის პუდრა

მომზადების წესი:
  1. საფუარი და ერთი ს/კ შაქარი აურიეთ ერთმანეთში.
  2. კვერცხის გული ათქვიფეთ ნაწილ შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად.
  3. ფქვილში აურიეთ ლიმონის ცედრა.
  4. შაქრიანი საფუარი შეურიეთ ფქვილს, დაუმატეთ კვერცხის მასა და თბილი რძე.
  5. მოზილეთ მაგარი ცომი, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და ისევ მოზილეთ.
  6. გააჩერეთ ცომი თბილ ადგილას სანამ 2-ჯერ არ მოიმატებს მოცულობაში, დაახლოებით 1 საათი.
  7. ამ ხნის განმავლობაში მოამზადეთ გულსართი.
  8. ჯამში ერთმანეთში აურიეთ ყველი (ან ხაჭო), ფორთოხლის ცედრა, დაფქული ნუში, შაქარი, ფორთოხლის ესენცია და 1-2 ცალი ათქვეფილი კვერცხის გული.
  9. ცომი გაყავით 12 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ, მიეცით წრის ფორმა.
  10. თითოეულ წრეში მოათავსეთ გულსართი (კაკლის მოცულობის ხელა), ჩაჭერით წრეები.
  11. მოათავსეთ ვარდები ლითონის ფირფიტაზე, გადააფარეთ სველი, კარგად გაწურული ჩაის ტილო და გააჩერეთ ნახევარი საათი.
  12. ამ ხნის განმავლობაში ღუმელიც გახურდება 190 გრადუსზე.
  13. შემდეგ წაუსვით თითოეულ ვარდს ათქვფეილი კვერცხში არეული 1-2 ჩ/კ წყალი, მოაყარეთ ნუშის ფანტელი და შედგით ღუმელში. აცხვეთ 20-25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!