როგორ გამოვაცხოთ ნამდვილი იტალიური ორცხობილა ბისკოტი

როგორ გამოვაცხოთ ნამდვილი იტალიური ორცხობილა ბისკოტი
ბისკოტი იტალიური სამაზარეულოს ორცხობილების საერთო სახელია. იგი ბევრი ცუკატითა და თხილით მზადდება. ბისკოტოს მომზადებას არ სჭირდება ცხიმი და გამაფხვიერებელი, შედეგად იგი დიდხანს ინახება. ნამცხვარში სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში, ნიგოზი, ლიმონი და ა.შ.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 2,5- 3 ჭიქა
  • ქიშმიში- 100გ
  • თხილი- 100გ
  • შაქარი- 1ჭიქა
  • ჯანჯაფილი- გემოვნებით
  • კვერცხი- 5ცალი
  • ნუში- 100გ
  • ცუკატი- 100გ
  • დარიჩინი- გემოვნებით
მომზადების წესი:
  1. ჯამში აურიეთ ქიშმიში და დაჭრული ცუკატები. დაასხით მდუღრე წყალი და გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ წყალი გადაუწურეთ და მასალა ფრთხილად გაწურეთ ხელით.
  2. 4 კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთდ. დაუმატეთ დარიჩინი და ჯანჯაფილი. შეგიძლიათ სურვილისამებრ დაუმატოთ სხვა სუნელებიც. შემდეგ კი ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი.

  3. მოზილეთ თაფლის კონსისტენციის ცომი.
  4. ცომში დაამატეთ ცუკატები და ხის ჯოხით მოურიეთ

  5. საცხობ ფორმას წასუვით ცხიმი და ჩაასხით ცომი. აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  6. მზა ნამცხვარს აცადეთ გაგრილება და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით.