როგორ მოვამზადოთ შაქრიანი ჩეხური ტრდელი სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ შაქრიანი ჩეხური ტრდელი სახლის პირობებში
ეს უგემრიელესი დესერტი ერთხელ თუ გაგისინჯავთ, მისი გემო არასოდეს დაგავიწყდებათ, ამიტომ გთავაზობთ ჩეხური ტრდელის მომზადებას სახლის პირობებში.

საჭირო მასალა:

  • ფქვილი 350გ
  • შაქარი 100გ
  • კვერცხი 2ცალი
  • ნიგოზი 100გ
  • მცენარეული ზეთი 1ს.კ
  • საფუარი 1 ჩ.კ
  • კარაქი 70გ
  • რძე 100მლ
  • დარიჩნი 0,5 ჩ.კ
  • მარილი გემონებით


მომზადების წესი:

1. საფუარი ჩაყარეთ თბილ რძეში და გააჩერეთ 5 წუთით
2. კარაქი დაანეთ ჯამში, შემდეგ კი აცადეთ რძეს გაციება.
3. სხვა ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა შაქართან ერთად, შემდეგ კი დაუმატეთ კარაქი. დაუმატეთ საფუარიანი რძე.
4. ფქვილში აურიეთ ცოტა მარილი და ნელ-ნელა დაუმატეთ მიღებულ მასას. მოზილეთ ფაფუკი ცომი და გააჩერეთ თბილ ადგილას დაახლოებით ნახევარი საათი.
5. სანამ ცომი ამოვა, ნიგოზი დააბლენდერეთ. დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და დარიჩინი
6. ცომი გაყავით 7 ნაწილად, გააბრტყელეთ და სპეციალურ ფორმაზე დაახვიეთ, რათა ცილინრის ფორმის ტრდელი მიიღოთ. ზემოდან წაუსვით გათქვეფილი ცილა.
7. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით.

გემრიელად მიირთვით!