ორცხობილა „მაზურკა“: ბევრი ქიშმიში, ნიგოზი და სულ ცოტა ფქვილი. ხრაშუნა ნამცხვრები ჩაისთვის!

ორცხობილა „მაზურკა“: ბევრი ქიშმიში, ნიგოზი და სულ ცოტა ფქვილი. ხრაშუნა ნამცხვრები ჩაისთვის!
fpaparazzi გთავაზობთ უგემრიელესი და ძალიან მარტივი ორცხობილის რეცეპტს. მასში უამრავი ქიშმიში და ნიგოზია, რაც იმას ნიშნავს, რომ გემრიელთან ერთად ეს ნამცხვრები, სასარგებლოც არის!

საჭირო მასალა:

  • ქიშმიში 190 გ
  • სოდა 0,5 ჩ/კ
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • ძმარი 1 ს/კ
  • ნიგოზი 1 ჭიქა
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 1 ჭიქა


მომზადების წესი:

  1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ წინასწარ დამბალი და გამშრალებული ქიშმიში, ასევე დაჭრილი ნიგოზი. აურიეთ.
  2. ნელ-ნელა შეურიეთ გაცრილი ფქვილი და სოდა. დაუმატეთ ძმარი, მოზილეთ ცომი და გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში.
  3. მოათავსეთ ფორმა 180 გრადუსზე გაურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება. დიდხანს ნუ გააჩერებთ ნამცხვარს ღუმელში, რადგან ის შეიძლება ზედმეტად გამოშრეს და გამაგრდეს.
  4. მზა ბისკვიტი ცხელ-ცხელივე დაჭერით და გემრიელად მიირთვით. უხდება თბილი რძე და ჩაი.