ფუმფულა კექსი 5 წთ-ში
fpaparazzi გთავაზობთ სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი ფუმფულა კექსის რეცეპტს და გირჩევთ, მიირთვათ ის მეგობრებთან ერთად ჩაისთან.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ფქვილი 2 ჭიქა
- კეფირი 1 ჭიქა
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 1 ჭიქა
- გამაფხვიერებელი 10 გ
- ქიშმიში 100 გ
- მწიკვი ვანილინი
- კარაქი 1 ს/კ
მომზადების წესი:
- ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და კეფირი.
- დაუმატეთ ნელ-ნელა ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილინი და ქიშმიში.
- ჩაასხით ცომი კარაქწასმულ ფორმაში.
- აცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთის განმავლობაში.
- მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
- სურვილისამებრ მოაყარეთ მზა კექსს შაქრის პუდრა ან მოასხით მინანქარი.
გემრიელად მიირთვით!