კვერცხის რულეტი ლორითა და წიწაკით

კვერცხის რულეტი ლორითა და წიწაკით
fpaparazzi ჯანსაღი და გემრიელი საუზმის ალტერნატივას გთავაზობთ. აუცილებლად სცადეთ.

საჭირო მასალა:
  • ბულგარული წიწაკა- 1ცალი
  • ხახვი-1ცალი
  • ლორი- 250 გ
  • კვერცხი- 8 ცალი
  • რძე- 200 მლ
  • ფქვილი- 50 გ
  • ყველი-350 გ
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ლორი დაჭერით და ზეითუნის ზეთთან ერთდ ოდნავ დაბრაწეთ
2. ბულგარული და ხახვი წვრილად დაჭერით
3. ერთმანეთში აურიეთ დაჭრილი ბისტნეული და ლორი. დაუმატეთ რძე და ფქვილი და კარგად აურიეთ
4. მიღებულ მასას დაუმატეთ კვერცხი და მარილი
5. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ სპეციალური პერგამენტის ქაღალდი
6. მიღებული მასა ჩაასხით ფორმაში
7. აცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით
8. ყველი გახეხეთ და მოაყარეთ მობრაწულას გამოცხობამდე 5 წუთით ადრე
9. შემდეგ მობრაწულა გადაახვიეთ რულეტივით

გემრიელად მიირთვით.