სწრაფი და გემრიელი ღვეზელი მწვანე ხახვითა და კვერცხით

სწრაფი და გემრიელი ღვეზელი მწვანე ხახვითა და კვერცხით
fpaparazzi გემრიელი და რაც მთავარია, სწრაფად მოსამზადებელი ღვეზელის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ფქვილი 280 გ
  • კეფირი ან მაწონი 400 გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 160 გ
  • შაქარი 2 ს/კ
  • მარილი 0,5 ჩ/კ
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩ/კ

გულსართისთვის:
  • კვერცხი 2 ცალი
  • მწვანე ხახვი 2 კონა
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
  1. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად, ოდნავ მოხრაკეთ ზეთში, რათა დარბილდეს. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  2. მოხარშული კვერცხი დაჭერით კუბიკებად და დაუმატეთ ხახვის მასას.
  3. გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ კეფირი ან მაწონი, შაქარი და მარილი, ათქვეფილი კვერცხი, ფქვილი და მასში არეული გამაფხვიერებელი - აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. ცომის დიდი ნაწილი ჩაასხით კარაქწასმულ ფორმაში. გადაიტანეთ მასზე კვერცხისა და ხახვის მასა და დაასხით ცომის დარჩენილი მასა.
  5. მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთით.

გემრიელად მიირთვით!