ვარჯიშები, რომლებიც სწრაფად მოგიხსნით მტევნის კუნთების სპაზმს, დაჭიმულობას და დაღლილობას.

ვარჯიშები, რომლებიც სწრაფად მოგიხსნით მტევნის  კუნთების სპაზმს, დაჭიმულობას და დაღლილობას.
გთავაზობთ ვარჯიშს, რომელიც სწრაფად მოგიხსნით მტევნის კუნთების სპაზმს, დაჭიმულობასა და დაღლილობას, თავიდან აგაცილებთ ხელების დეფორმაციას.

მაშ ასე:
  1. ამოძრავეთ მტევნები წრიულად.

  2. ნელა შეკარით მუჭი, შემდეგ ისევ ნელა გაშალეთ.

  3. ორივე ხელი თითის ბალიშებით მიაბჯინეთ ერთმანეთს ისე, რომ ერთმანეთს მხოლოდ თითები ეხებოდეს და არა ხელისგულები. ამ მდგომარეობაში ხელები ჯერ თავს ზემოთ ასწიეთ, შემდეგ კი დაუშვით.

  4. ორივე ხელი თითებით და ხელისგულებით ერთმანეთს მიაბჯინეთ, შემდეგ კი ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით ისე ამოძრავეთ, რომ ერთმანეთს არ დააცილოთ.

  5. მიაბჯინეთ ერთმანეთს ხელისგულები, თითები კი, ეცადეთ, რაც შეიძლება ძლიერ დააცილოთ ერთმანეთს.


გადაღლილ მტევნებს შესანიშნავად ასვენებს 10 - 15 წუთიანი თვითმასაჟიც.

კარგია მარილის აბაზანები. აიღეთ ორი თასი, ერთში ჩაასხით ცივი წყალი, მეორეში - ცხელი და ხელები 3 -3 წუთით ჩაყავით ჯერ ცხელ, შემდეგ ცივ აბაზანაში.

მარილის აბაზანის მიღების შემდეგ უმჯობესია, ყოველგვარი საქმიანობისგან, განსაკუთრებით - წყალსა და საყოფაცხოვრებო ქიმიასთან კონტაქტისგან, თავი შეიკავოთ.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა