ოსტეოქონდროზს და სახსრების დაავადებებს გვირილის აბაზანით უმკურნალებთ!

ოსტეოქონდროზს და სახსრების დაავადებებს გვირილის აბაზანით უმკურნალებთ!
სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების, მათ შორის - ოსტეოქონდროზის, სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებდნენ მცენარეულ აბაზანებს. ასეთი აბაზანები ხსნის დაღლილობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, წმენდს და აახალგაზრდავებს კანს. არ არის აუცილებელი გასაჯანსაღებლად რომელიმე კურორტზე გამგზავრება - მკურნალობის კურსი, 10 - 12 აბაზანა, შეგიძლიათ შინაც ჩაიტაროთ, ზედმეტი დანახარჯისა და წასვლა - წამოსვლის გარეშე. ეს აბაზანები ასევე მოგიხსნით კუნთების დაძაბულობას, სპაზმს და ტკივილს.



მომზადების წესი:
აიღეთ 300 გრ გვირილის ყვავილი, დაასხით 5 ლ წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და 2 წუთი ადუღეთ. გადმოდგით ქურიდან, 2 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. გააზავეთ 10 ლ წყალში.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია