როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კვერები საუზმისთვის- გემო, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ თქვენი ოჯახის წევრებს
თათრული სამზარეულო გურმანებისთვის გემრიელი წვნიანებითა და ბულიონებითაა ცნობილი. თუკი არაფერი გსმენიათ უგემრიელესი კვერების შესახებ, გირჩევთ აუცილებლად სცადოთ.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ფქვილი- 1 კგ
- რძე- 100 მგ
- სოდა- 1,5 ჩ.კ
- მარილი- 1 მწიკვი
- კვერცხი- 10 ცალი
- შაქარი- 30გ
- შაქრის პუდრა- 100გ
- დამდნარი კარაქი- 600გ
- კვერცხი ათქვიფეთ ჯამში.
- დაუმატეთ შაქარი, მწიკვი მარილი, რძე და სოდა. ყველაფერი კარგად აურიეთ. შაქრის გრანულები ბოლომდე უნდა გაიხსნას.
- დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ცომი დაავით 50- 80 გრამიან ბურთებად. თითოეული მათგანი გააბრტყელეთ 1,5-2 მმ-ის დიამეტრზე და დააფინეთ ტაფაზე.
- შეწვით ცხიმში ორივე მხრიდან. შემდეგ გადმოიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ შაქრის პუდრა.