ვაშლის ფაფუკი ნამცხვარი მოხარშული კრემით
ვაშლის ღვეზელი - ყოველთვის შესანიშნავი იდეაა, როცა გემრიელი დესერტი გინდა. დღეს fpaparazzi-მა გადაწყვიტა, განსხვავებული და უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი შემოგთავაზოთ. სცადეთ...
საჭირო მასალა:
ცომი:
კრემი:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
ცომი:
- კვერცხი 1
- არაჟანი 2 ს/კ
- კარაქი 180 გ
- შაქარი 150 გ
- გამაფხვიერებელი 0,5 ჩ/კ
- მწიკვი მარილი
- ფქვილი 360 გ
კრემი:
- 350 მლ რძე
- 1 კვერცხი
- სახამებელი 2 ს/კ
- შაქარი 4 ს/კ
- ვანილინი 1/3 ჩ/კ
- 2 ვაშლი
- შაქრის პუდრა მოსაყრელად
მომზადების წესი:
- ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და გამაფხვიერებელი.
- ცივი კარაქი (და არა გაყინული) დაჭერით კუბიკებად და ხელით ასრისეთ.
- დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი და მოზილეთ ცომი.
- უნდა მიიღოთ რბილი ცომი.
- დააგუნდავეთ და მოათავსეთ მაცივარში, სანამ გულსართს მოამზადებდეთ.
- მოხარშული კრემისთვის ჯამში ხელის ზამბარით ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილინი და სახამებელი.
- ჩაასხით ცივი რძე, აურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე.
- ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ კრემი ადუღებამდე და გამორთეთ.
- ცომი გაყავით 2 არათანაბარ ნაწილად (1/3 და 2/3).
- დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის დასაშლელ ფორმაში. ამოუწიეთ კიდეები.
- ვაშლი გაფცქვენით და დაჭერით.
- დაალაგეთ ცომზე.
- სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაყაროთ დარიჩინი.
- მოასხით ცხელი კრემი.
- ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ თხლად და დაჭეით მსხვილ ზოლებად.
- გააკეთეთ ცომის ლენტებით ბადე.
- შედგით ღვეზელი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40-45 წუთი.
- ზედაპირი და გვერდები უნდა მოიბრაწოს.
- გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!