ჰაეროვანი ფუნთუშები, რომლებიც პირში დნება!

ჰაეროვანი ფუნთუშები, რომლებიც პირში დნება!
fpaparazzi გირჩევთ, აუცილებლად მოამზადოთ ეს საოცრად გემრიელი ფუნთუშები.

საჭირო მასალა:
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 4 კვერცხი
  • ნახევარი ჩ/კ სოდა ძმრით
  • 500 გ ფქვილი
  • ზეთი შესაწვავად
  • შაქრის პუდრა მოსაყრელად


მომზადების წესი:
1. კვერცხი და შესქელებული რძე ათქვიფეთ ერთად, დაუმატეთ სოდა ძმრით და ფქვილი. მოზილეთ მაგარი ცომი.
2. გააკეთეთ ცომისგან ძეხვი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. თითოეულისგან გააკეთეთ ბურთები.
3. შეწვით ფუნთუშები გახურებულ ზეთში.
4. შემდეგ გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
5. ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!