უგემრიელესი იტალიური ტარტი მარწყვითა და ათქვეფილი ნაღებით. დესერტი, რომელიც 20 წუთში მზადდება

უგემრიელესი იტალიური ტარტი მარწყვითა და ათქვეფილი ნაღებით. დესერტი, რომელიც 20 წუთში მზადდება
თუკი დესერტის მოყვარული ხართ და დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, გირჩევთ აუცილებლად სცადოთ ეს უგემრიელესი დესერტი.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 240გ
  • ყავისფერი შაქარი- 140 გ
  • რძე- 2ს.კ
  • მარწყვი- 10ცალი
  • შაქრის პუდრა- 30გ
  • კარაქი- 90გ
  • კვერცხი- 2ცალი
  • გამაფხვიერებელი-1,5 ჩ.კ
  • დარიჩინი- 1ჩ.კ
  • ნაღები- 100 მგ
მომზადების წესი:
  1. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად. 20 გრამი კარაქი შეინახეთ საცხობ ფორმაზე წასასმელად. დაუმატეთ მასას რძე და კვერცხი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
  2. ფქვილი, მარილი, დარიჩინი და გამაფხვიერებელი აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ კვერცხისა და კარაქის მასას. მოურიეთ ხის ჯოხით.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ ცომი. შემდეგ კი გაასწორეთ ხელით.
  4. მარწყვი გარეცხეთ და გადაანაწილეთ ცომზე.
  5. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და შედით ტარტი გამოსაცხობად.
  6. სანამ გამოცხვება, გაციებული ნაღები ათქვიფეთ და მზა ნამცხვარს მოასხით.
გემრიელად მიირთვით.