ჭორფლის მოცილება ბუნებრივი საშუალებებით

ჭორფლის მოცილება  ბუნებრივი საშუალებებით
ჭორფლი კანის ზედაპირზე პიგმენტების არათანაბარი გადანაწილების შედეგია, რომელიც 25 წლამდე დიდდება და ძლიერდება შეფერილობის ინტენსივობა. 30 წლის ზემოთ უფერულდება.
  • ჭორფლის მოცილება მცენარეული საშუალებებით:

  • დილით და საღამოს სახე გაიწმინდეთ სტაფილოს, ხახვის წვენით.

  • სახე დაიბანეთ პირშუშხას თბილი ნახარშით.

  • ოხრახუშის მაგარ ნახარშს დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. გაიწმინდეთ სახე დილით და საღამოს.

  • ძილის წინ შეიზილეთ შემდეგი ნარევი: 3 წილი რძე და 1 წილი სპირტი.

  • რამდენიმე საღამოს, ძილის წინ დაიბანეთ სახე მარილიანი წყლით. შეზელვა საჭირო არ არის. როდესაც სითხე შეშრება, სახიდან ჩამოიფერთხეთ მარილის ფენა.

  • აურიეთ 70 გრ მდოგვის ფხვნილი, 10 გრ ნუშის ზეთი, 10 გრ ლიმონის წვენი. ამ ნარევით ყოველდღე დაიზილეთ პიგმენტური ლაქები.

  • დაჭრილი კიტრი მოათავსეთ ბოთლში, დაასხით არაყი. დადგით 2 კვირით მზეზე. ყოველდღე დაიზილეთ სახე ამ გაუზავებელი ნაყენით.

  • თუ ჭორფლი ცხვირზეა კონცენტრირებული, რამდენიმე დღის განმავლობაში ცხვირზე დაიდეთ კვერცხის აპკი - ის, რომელიც ნაჭუჭის ქვეშაა ( ის შეიცავს ცილას და გულს ). ამ მიზნით კვერცხს გააცალეთ ნაჭუჭი, აპკში ნახვრეტი გაადიდეთ და ფრთხილად ჩამოიცვით ცხვირზე. გააჩერეთ, სანამ შეშრება და მხოლოდ ამის შემდეგ მოიცილეთ.

    პიგმენტური ლაქები და ჭორფლი ამოჰყავთ ბაბუაწვერას რძეწვენით.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა