ჭორფლის საწინააღმდეგო მრავალჯერ ნაცადი და საკმაოდ ეფექტური რეცეპტები!
გაზაფხულზე მზის სხივების ზემოქმედებით ბევრს უჩნდება ჭორფლი, რაც ხშირად უსიამოვნების მიზეზადაც ქცეულა. ეს პრობლემა მეც მაწუხებს. დიდხანს ვეძებდი მისგან თავის დაღწევის საშუალებებს, ამიტომ ჭორფლის საწინააღმდეგო უამრავი რეცეპტი დამიგროვდა. მინდა, გაგაცნოთ მხოლოდ ის რეცეპტები, რომლის ეფექტიანობაც საკუთარ თავზე გამოცადე:
ექიმის კომენტარი:
მოცემულ რეცეპტებში შედის ისეთი კომპონენტები, რომელსაც კანის პიგმენტური ლაქების - ჭორფლის გაფერმკრთალების ეფექტი აქვთ. ხალხური მედიცინიდან ცნობილია ასეთი საშუალებები:
ხახვის წვენი, ლიმონის წვენი, მჟავე რძე. მაგრამ აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ, რომ რეცეპტებში მოცემულ ზოგიერთ საშუალებას ალერგენული თვისებები აქვს.
- 1 კონა ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გაწურეთ. წვენს დაამატეთ იმავე რაოდენობის რძე და ყოველდღიურად შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი, ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
- 1 ჩ/კ კალანდულის ყვავილებს დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დადგით 40 წუთი. გადაწურეთ, დაამატეთ 1 ჩ/კ ხახვის წვენი და ამ ნარევით ჩამოიბანეთ სახე დღეში რამდენჯერმე.
- შეურიეთ ერთმანეთს თითო ჩ/კ ხახვის, ცოცხალი კიტრის წვენი და 1 ჩ/ჭ ცივი, ანადუღარი წყალი. ეს ნარევი შეიზილეთ სახის კანში.
- 1 ჩ/კ სტაფილოს წვენს დაუმატეთ 3 - 4 წვეთი ლიმონის წვენი. შეიზილეთ ნარევი სახის კანში დილა - საღამოს.
- ყოველ დილით სახე დაიბანეთ მაწვნით.
- კვირაში 2 - 3 - ჯერ სახეზე 15 წუთით წაისვით 1 კვერცხის გულის და 1 ჩ/კ თაფლის ნარევი. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.