ხალხური მედიცინა გვთავაზობს რეცეპტებს ჭორფლის მოსაცილებად!
ჭორფლი კანის ზედაპირზე პიგმენტების არათანაბარი გადანაწილების შედეგია, რომელიც 25 წლამდე დიდდება და ძლიერდება შეფერილობის ინტენსივობა. 30 წლის ზემოთ უფერულდება, ხოლო 40 წლიდან ხშირად მთლიანად ქრება.
ჭორფლისაგან სახის დასაცავად საჭიროა გაზაფხულზე და ზაფხულში ატაროთ ქუდი. ამავე დროს იხმარეთ დამცავი კრემი, რომლის მოქმედება გრძელდება 6 საათს. ამის შემდეგ კიდევ წაისვით.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, სახე გაიწმინდეთ 3 % - იანი პერეკისით ან ასეთი ლოსიონით:
ხალხური მედიცინა გვთავაზობს რეცეპტებს ჭორფლის მოსაცილებად:
ჭორფლისაგან სახის დასაცავად საჭიროა გაზაფხულზე და ზაფხულში ატაროთ ქუდი. ამავე დროს იხმარეთ დამცავი კრემი, რომლის მოქმედება გრძელდება 6 საათს. ამის შემდეგ კიდევ წაისვით.
- სუსტად გამოხატული ჭორფლი მოიცილეთ ხახვის, კიტრის, ოხრახუშის, ლიმონის წვენით ან ძმრით.
- კარგ ეფექტს იძლევა ძველი ხალხური საშუალება, მჟავე რძით ან მაწვნით გაწმენდა. მაწონი შეგიძლიათ მუდმივად იხმაროთ.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, სახე გაიწმინდეთ 3 % - იანი პერეკისით ან ასეთი ლოსიონით:
- ათქვიფეთ ცილა, შეურიეთ 1 ლიმონის წვენი, 4გრგლიცერინი და 100 მლ არაყი.
- 20 მლ ძმარი, 15 მლ ლიმონის წვენი, 10 მლ წყალი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლოსიონი კიტრის ნაყენით 25 გრ გახეხილ კიტრს დაასხით 100 მლ სპირტი.
ხალხური მედიცინა გვთავაზობს რეცეპტებს ჭორფლის მოსაცილებად:
- პირშუშხა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაასხით 8 %- იანი ძმარი. გააჩერეთ 2 - 3 დღე. შემდეგ გაფილტრეთ. წაისვით ჭორფლიან ადგილებზე დღეში 2 - 3 - ჯერ.
- ბოლოკის ან წიწმატის თესლი დანაყეთ და წყალი დაასხით იმდენი, რომ გამოვიდეს ფაფისებური მასა. დაიდეთ ჭორფლიან ადგილებზე 20 - 30 წთ - ით.
- 1 კვერცხის ცილა კარგად გათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ნიღაბი წაისვით სახეზე სამ ფენად. გაიჩერეთ 15 წთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- სახეზე, ჭორფლიან ადგილზე ყოველდღე წაისვით ლიმონის წვენისა და 3 %- იანი წყალბადის ზეჟანგის ( პერეკისი ) ნარევი.
- ჭორფლი მთლიანად გაგიქრებათ, თუ ხშირად გაიწმინდავთ სახეს შემდეგი ხსნარით: 20 მლ ძმარი, 15 მლ ლიმონის წვენი, 10 მლ ანადუღარი წყალი.
- 1 კგ ვაშლის ხის ქერქს დაასხით 3 ლ წყალი, ( ქერქი წინასწარ დაბეგვეთ ). ადუღეთ ნელ ცეცხლზე, სანამ არ დადგება 1 ჩაის ჭიქამდე. სახეზე წაისვით ბამბით დღეში 3 - ჯერ.
- 3 წილი ახალი რძე და 1 წილი სპირტი შეიზილეთ კანში ძილის წინ.