ჭორფლის მოცილება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა

ჭორფლის მოცილება  ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა
ჭორფლი არის კანის პიგმენტაციის მემკვიდრული გამოვლინება მოყვითალო - მოყავისფრო შეფერილობის, მომრგვალებული ფორმის უმეტესად ვლინდება სხეულის ღია ნაწილებში, უფრო ხშირად სახეზე ჩნდება ხოლმე 5 - 6 წლის ასაკში. მათი რაოდენობა იმატებს გაზაფხულსა და ზაფხულზე მზის სხივების გავლენით მოწოდებული რეცეპტებიდან ერთ - ერთი უნდა აარჩიოთ და მოთმინებით ჩაიტაროთ მკურნალობა ჭორფლის გაქრობამდე.

რეცეპტები:
  • ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 3-4 ყვავილი წყლის ლილიის დაუმატეთ 1 საშუალო ზომის ლიმონის წვენი 1ჩ/კ ზეითუნის ზეთი მიღებულ მასას ისვამენ ჭორფლზე 2 - 3- ჯერ დღეში.

  • ჭორფლის, ხალის, ნაოჭის, ფერისმჭამელასთვის რეკომენდებულია ძილის წინ მარწყვის წვენის ან დასრესილი ნაყოფის გამოყენება საფენის სახით.

  • სახიდან ჭორფლისა და ღვიძლისმიერი ლაქების მოშორება შეიძლება ბაბუაწვერას რძიანი წვენით. ან მისი ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანში გამოწურულ წვენს ისვამენ დღეში 3 - 4 - ჯერ ჭორფლზე.

  • 1 ჭ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ს/კ ოხრახუშის ძირები, დაბალ ცეცხლზე იდუღოს 20 წთ, გააცივეთ, გაწურეთ, შეურიეთ ერთი ლიმონის წვენი გაიწმინდეთ სახე დილა - საღამოს.

  • მწვანე ოხრახუშის 1 კონა დაჭერით, გამოწურეთ წვენი და შეურიეთ თანაბარი რაოდენობის აუდუღარი რძე, დღეში ერთხელ წაისვით სახეზე გააჩერეთ 15 ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

  • ცხიმიანი კანის შემთხვევაში კანის გაწმენდა შეიძლება ლიმონის წვენისა და ოდეკოლონის ნარევით 1:1 თანაფარდობით. ათქვეფილ კვერცხის ცილას ნელ - ნელა შეურიეთ 1 ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ გლიცერინი და 1/2 ჭ ოდეკოლონი, ამ ლოსიონით სახის კანი გაიწმინდეთ საღამოობით.

  • ჭორფლი თუ მცირე რაოდენობითაა და მკრთალი, საკმარისია დილით და საღამოთი სახის გაწმენდა თალგამისა და ლიმონის წვენის ნარევით.

  • ძლიერ გამათეთრებელ ეფექტს ავლენს სახის კანზე კიტრის წვენის წასმა, სახის გაწმენდა საჭიროა ყოველდღე.

  • ჭორფლის მოშორება შეიძლება მჟავე რძით დაბანით ეს არის ხალხური საშუალება.

  • ჩაუშვით 30 ცალი ნუშის გული მდუღარე წყალში 10 წუთის შემდეგ ამოიღეთ წყლიდან, გააცალეთ კანი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გატარებული ნუშს წვეთ - წვეთობით, ნელი მორევით დაუმატე 1 ჩ/კ ცივი გადადუღებული წყალი და 15 გრ თაფლი. მიღებული მასა მინიმუმ 1 - ჯერ დღეში წაისვით სახეზე, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი