ფორთოხლის არომატული და ფაფუკი კექსი

ფორთოხლის არომატული და ფაფუკი კექსი
fpaparazzi შემოდგომის ცივ დღეებში გირჩევთ, გაიფერადოთ და გაითბოთ დღეები ამ უგემრიელესი დესერტითა და არომატული, ცხელი ჩაით.

საჭირო მასალა:
  • ფქვილი ½ ჭიქა
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი ¾ ჭიქა
  • ქიშმიში ½ ჭიქა
  • გამაფხვიერებელი ½ ჩ/კ
  • ვანილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. ფორთოხალი კანიანად მოათავსეთ პატარა ქვაბში წყლით და ხარშეთ 5 წუთი. გადმოდგით, გადაუღვარეთ წყალი და გააცივეთ.
  2. ღუმელი გაახურეთ წინასწარ 180 გრადუსზე. ფორმას წაუსვით კარაქი და დააფინეთ პერგამენტის ქაღლადი.
  3. კვერცხი ათავიფეთ შაქართან ერთად გათეთრებამდე. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი გამაფხვიერებლით და ვანილით.
  4. ფორთოხალი დაჭერით და დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე. შეურიეთ ცომს.
  5. გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში, ამოავლეთ ფქვილში და დაუმატეთ ცომს სულ ბოლო აკორდად.
  6. ცომი გადაიტანეთ მომზადებულ ფორმაში და აცხვეთ გახურებულ ღუმელში 45 წუთი.
  7. გამომცხვარ და გაგრილებულ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!