არომატული და გემრიელი ვაშლის შტრუდელი
fpaparazzi-ი გთავაზობთ ვაშლის შტრუდელის მომზადების მარტივ რეცეპტს.
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
გულსართისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
- 250 გ ფქვილი
- კარაქი- 4 ს.კ
- თბილი წყალი- 120 გ
- კვერცხი- 1 ცალი
- მწიკვი მარილი
გულსართისთვის:
- ვაშლი-1 კგ
- ქიშმიში- 200გ
- იგოზი- 200გ
- დარიჩინი- 1 ჩ.კ
- შაქარი- 8-10 ს.კ
მომზადების წესი:
- შეათბეთ წყალი და ჩააგდეთ კარაქი.
- თასში ჩაყარეთ ფქვილი და მარილი, ჩაასხით კარაქიანი წყალი და დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი.
- მოზილეთ ნაზი ცომი. მოზელილი ცომი გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და 25-30 წუთით მოათავსეთ მაცივარში.
- ამასობაში მოამზადეთ გულსართი.
- ვაშლი გარეცხეთ, გაფცქვენით, მოაშორეთ კურკები და პატარა კუბებად დაჭერით.
- უმჯობესია თუ ქიშმიშს წინასწარ გარეცხავთ და შეაშრობთ.
- ნიგოზი მსხვილად დაჭერით.
- ფქვილმოყრილ ზედაპირზე ძალიან თხლად გააბრტყელეთ ცომი.
- ცომის ფენას ზემოდან მოკიდეთ ხელი და ძალზე ფრთხილად გაწელეთ კიდეებისკენ. ისე, რომ არ დაიხეს.
- ცომზე თანაბრად მოაფინეთ გულსართის ინგრედიენტები: ვაშლი, ქიშმიში და ნიგოზი, მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი.
- ფრთხილად დაიწყეთ შტრუდელის გადახვევა. ბოლოს კიდეები შიგნით შეუკეცეთ. გადაიტანეთ საცხობ ფურცელზე.
- ზედაპირი რამდენიმეგან დასერეთ და შედგით საშუალოდ გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.
- დაახლოებით 25- 30 წუთში, როცა ცომი დაიბრაწება, შტრუდელი გამოიღეთ, მოაყარეთ შაქარის პუდრა და თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!