ორცხობილა „ბანანი“

ორცხობილა „ბანანი“
fpaparazzi-ი გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო. თუ ჯერ არ გაგისინჯავთ ეს ორცხობილა , მაშინ აუცილებლად სცადეთ.
საჭირო მასალა:
  • დარბილებული კარაქი- 200გ
  • არაჟანი- 200გ
  • სოდა- 1ჩ.კ
  • ფქვილი- 3ს.კ

გულსართი:
  • ხაჭო- 200გ
  • შაქარი- 1ს.კ
  • ვანილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
1. კარაქი თქვიფეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. სოდა აურიეთ არაჟანში და როგორც კი აფუვდება, დაუმატეთ არაჟანს. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ფაფუკი ცომი.
2. ხაჭო და შაქარი მანამ თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
3. ცომი გაყავით 40 თანაბარ ნაწილად და მრგვლად გააბრტყელეთ. გაბრტყელებული ცომის ერთ ნაწილზე მოათავსეთ გულსართი და შეკარით ისე, რომ ბანანის ფორმა მიიღოს.
4. ორცხობილა აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით.