კეფირზე მომზადებული ცომი, რომლისგანაც ყოველთვის იდეალური ღვეზელები გამოდის!

კეფირზე მომზადებული ცომი, რომლისგანაც ყოველთვის იდეალური ღვეზელები გამოდის!
ყველაზე მარტივი ღვეზელიც კი სახლის სიმყუდროვესა და სითბოსთან ასოცირდება. fpaparazzi გთავაზობთ კარტოფილის ღვეზელების რეცეპტს, რომელიც, სავარაუდოდ, ჯერ არ დაგიტესტავთ!

საჭირო მასალა:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • მშრალი საფუარი 10 გ
  • ზეთი 4 ს/კ
  • კარტოფილი 300 გ
  • ხახვი 1 თავი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • კეფირი 200 მლ
  • სახამებელი 2 ს/კ
  • ქამა სოკო 300 გ
  • რაჟანი 150 მლ
  • შაქარი 1 ს/კ


მომზადების წესი:

  1. სოკო და ხახვი დაჭერით წვრილად. ხახვი მოხრაკეთ 2 ს.კ ზეთში 3-5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ სოკო და ხრაკეთ, სანამ სითხე მთლიანად არ ამოქრება. დაუმატეთ მარილი და პილპილი და გააცივეთ.



  2. გაფცქვნილი კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში და გააკეთეთ პიურე. დაუმატეთ არაჟანი.

  3. შეათბეთ ოდნავ კეფირი, დაუმატეთ შაქარი, მარილი და საფუარი, აურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ სახამებელი და დარჩენილი 2 ს/კ ზეთი. აურიეთ და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. მოზილეთ მაგარი ცომი. გააკეთეთ გუნდა და გააჩერეთ 40 წუთი თბილ ადგილას.



  4. ამოსული ცომი ჩაზილეთ, მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით პატარა ნაჭრებად. თითეული ნაჭერი გააბრტყელეთ და გაუკეთეთ ჩაღრმავება. გადაიტანეთ ცხიმწასმულ ლითნის ფირფიტაზე.



  5. ცომის ჩაღრმავებებში ჩადეთ ცოტაოდენი სოკოს გულსართი, ზემოდან კი გაუკეთეთ კარტოფილის პიურეს ქუდი. აცხვეთ ღვეზელები 200 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.



გემრიელად მიირთვით!