როგორ მოვამზადოთ დაბრაწული კარტოფილის ღვეზელი სოკოთი

როგორ მოვამზადოთ დაბრაწული კარტოფილის ღვეზელი სოკოთი
მსგავსი ღვეზელები საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, იდეალურია როგორც საუზმისთვის, ისე ოჯახური ვახშმისთვის გულსართისთვის შეგიძლია გამოიყენოთ როგორც ბოსტნეული, ისე ხორცი.

მომზადების წესი:

  • კარტოფილი- 8ცალი
  • კურკუმა- 1 მუჭი
  • შავი წიწაკა- გემოვნებით
  • ქამა სოკო- 500გ
  • ნიორი- 1კბილი
  • ფქვილი- 3ს.კ
  • მარილი- გემოვნებით
  • პილპილი- გემოვნებით
  • ხახვი-1 თავი


მომზადების წესი:
1. კარტოფილი გათალეთ და წვრილად დაჭერით, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში და გადმოდგმამდე 10 წუთით ადრე დაუმატეთ მარილი.
2. ხახვი და სოკო წვრილად დაჭერით. მოთუშეთ გახურებულ ტაფაზე. სანამ ბოლომდე მოითუშება, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი.
3. კარტოფილს გადაუქციეთ წყალი და გააკეთეთ პიურე. აცადეთ გაგრილება
4. მაგიდაზე დაყარეთ ფქვილი, გადმოიტანეთ პიურე, კურკუმა და პილპილი. მოზილეთ ცომი. ისე, რომ მისი ფორმირება ხელით შეძლოთ
5. მის შუაგულში მოათავსეთ გულსართი და ფქვილის დახმარებით მიეცით სასურველი ფორმა
6. შეწვით ცხიმწასმულ გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით.