ფაფუკი და გემრიელი კარტოფილის ღვეზელები

ფაფუკი და გემრიელი კარტოფილის ღვეზელები
fpaparazzi-ის რედაქციამ ფუმფულა და გემრიელი ღვეზელების რეცეპტი შეგირჩიათ, რომელიც ადვილად მზადდება.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი - 1 კგ
  • თბილი წყალი -500 მლ
  • საფუარი - 1 ჩ/კ
  • შაქარი- 1 ს/კ
  • მარილი -1 ს/კ
  • ზეთი

გულსართისთვის:
  • კარტოფილი -1 კგ
  • ხახვი - 1 თავი
  • კამა - 1 კონა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
  1. შეათბეთ წყალი, დაუმატეთ შაქარი და საფუარი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ, რათა საფუარი ამოვიდეს.
  2. შემდეგ ჩაასხით ფქვილიან თასში და მოზილეთ ცომი.
  3. გადააფარეთ ნაჭერი და დადგით თბილ ადგილას ამოსაფუებლად.
  4. ამასობაში მოამზადეთ გულსართი. კარტოფილი მოხარშეთ.
  5. ხახვი წვრილად დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში შევარდისფრებამდე.
  6. კამა წვრლად დაჭერით.
  7. მოხარშული კარტოფილი ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ მოხრაკული ხახვი დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი. აურიეთ და გააგრილეთ.
  8. ამოსული ცომი კვლავ ჩაზილეთ და ზეთიანი ხელებით გააკეთეთ თანაბარი ზომის ბურთულები.
  9. შემდეგ გააბრტყელეთ თითოეული ბურთულა და ჩადეთ შუაში კარტოფილის გულსართი.
  10. მჭიდროდ მოუკარით თავი ცომის კიდეებს.
  11. შეწვით ღვეზელები ცხელ, ზეთმოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით.