როგორ მოვამზადოთ დაბრაწული ღვეზელები კეფირის ცომით. პურის შესანიშნავი ალტერნატივა!
კეფირის ცომის ღვეზელების როგორც მირთმევაა სასიამოვნო, ასევე მომზადებაც: ცომი გამოდის ფაფუკი, სწრაფად იზილება. ამიტომაც დიასახლისებს fpaparazzi ურჩევს, ხშირად გამოაცხონ ეს ღვეზელები პურის ალტერნატივად.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კეფირი 500 მლ
- კვერცხი 1 ცალი
- ფქვილი 500-600 გ
- მარილი გემოვნებით
- კარტოფილი 0,5 კგ
- სოდა 1 ჩ/კ
- ზეთი 5 ს/კ
- კარაქი 50 გ
- კამა გემოვნებით
მომზადების წესი:
- მოხარშეთ გაფცქვნილი კარტოფილი მარილწყალში, გააკეთეთ პიური და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა. გულსართში ასევე შეგიძლიათ დაუამტეთო ზეთში მოხრაკული ხახვი.
- კეფირში გახსენით სოდა, დაუმატეთ კვერცხი და 2 ს/კ ზეთი. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ რბილი, ოდნავ წებოვანი ცომი. მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და გადააფარეთ ჩაის ტილო. გააჩერეთ 10 წუთით.
- გაყავით ცომი 8-9 ნაწილად და გააბრტყელეთ თითოეული 1 სმ სისქეზე. დადეთ თითოეულ ცომზე კარტოფილის პიურე და შეუკარით კიდეები. გააჩერეთ ღვეზელები 2-3 წუთი.
- გაახურეთ ტაფაზე ზეთი და შეწვით ღვეზელები ორივე მხრიდან. თითოეულ მხარეს დაახლოებით 5-5 წუთი.
- ცხელ-ცხელ ღვეზელებს წაუსვით გამდნარი კარაქი, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!