როგორ ვუმკურნალოთ შაკიკსა და თავის ტკივილს ქიმიური მედიკამენტების გარეშე!

როგორ ვუმკურნალოთ შაკიკსა და თავის ტკივილს ქიმიური მედიკამენტების გარეშე!
შაკიკი - ამ სატანჯველის მიზეზია გენი, რომელიც ადამიანს დედის მხრიდან გადაეცემა. შაკიკისათვის დამახასიათებელია პულსისმაგვარი ტკივილი თავის ერთ ნაწილში, პირღებინება, თავბრუ, სინათლისა და ხმაურისადმი მაღალი მგრძნობელობა.

შაკიკის მკურნალობა:
  • დასაწყისში შაკიკის შემოტევას ძილი შველის. ასევე სასარგებლოა ფეხის აბაზანები, ფეხები შუა წვივამდე ცხელ წყალში უნდა ჩაყოთ.

  • სასარგებლოა მდგოვის საფენი, რომელიც უკან, კისერზე, თმის ძირებთან და ფეხის გულებზე უნდა დაიფინოთ. თავიც მაგრად შეიხვიეთ.


უმეტეს შემთხვევაში ყოველდღიური თავის ტკივილი ტვინთან დაკავშირებული დაკავშირებული არ არის. ეს გადაღლილობის ბრალია, ამტკიცებენ ექიმები. ემოციური დატვირთვა, შიში და სტრესი იწვევს კისრის, ყელისა და სახის კუნთების შეკუმშვას, რაც თავისთავად მტკივნეულია და თავის ტკივილსაც იწვევს.
თავის ტკივილის დროს:
ა)მოადუღეთ ბეგქონდარა დიდი რაოდენობის წყალში. საღამოს 10 - 15 წუთით თავი გააჩერეთ ნაყენში. შემდეგ ნაყენი გადაივლეთ მთელ სხეულზე.

ბ) თავი დაიბანეთ წყლით, რომელშიც მოხარშულია გარეული ოხრახუში.

თავის გამუდმებული ტკივილის დროს ( ბავშვებშიც) - დიდი რაოდენობით გამომშრალი ყვითელი ბალახი ჩაყარეთ ბამბის ქსოვილის ტოპრაკში და მისგან გააკეთეთ სასთუმალი. ავადმყოფი ბავშვი ერთ ღამეს დააწვინეთ ამ სასთუმალზე, შემდეგ ბალახი მოადუღეთ და ბავშვს თავი ნაყენით დაბანეთ.

თავის ტკივილი ( თანდართული უძილობით)
2 - 3 ლიტრ წყალში მოადუღეთ ალოეს 1 - 2 ფოთოლი. მიღებული სითხით დაიბანეთ თავი და სხეული რამდენიმეჯერ ( ვანგას სამკურნალო რეცეპტიდან ).
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი