მასტოპათიის სამკურნალოდ შეგიძლიათ ბალახებისგან დამზადებული საშუალებები გამოიყენოთ.
მასტოპათია ( გამაგრება სარძევე ჯირკვალში ) საკმაოდ ბევრ უსიამოვნებას ანიჭებს ქალს. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა. ამისთვის რეგულარულად უნდა მიმართოთ ექიმს.
ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის პარალელურად შეგიძლიათ ბალახებისგან დამზადებული საშუალებებიც გამოიყენოთ.
ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის პარალელურად შეგიძლიათ ბალახებისგან დამზადებული საშუალებებიც გამოიყენოთ.
- როგორც კი გამოჩნდება ახალგაზრდა ჭინჭარი, აიღეთ 1 ს/კ დაჭრილი ფოთოლი, დაამატეთ ცოტაოდენი ორკბილა და შვიტა, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში.
- კიდევ ერთი საშუალება. წადით ტყეში, იპოვეთ ბებერი არყის ხე, მოჭერით მასზე ამოსული ბებერა სოკო, კარგად გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაასხით თბილი ადუღებული წყალი ( 1:5 ) და დააყენეთ ორი დღე - ღამის განმავლობაში. მიღებულ ნაყენში დაამატეთ 4 წილი წყალი და მიიღეთ 1 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში.
- კიდევ ერთი რეცეპტი:
გაახმეთ საზამთროს რამდენიმე ქერქი და დაფხვენით ფხვნილის მიღებამდე. აიღეთ ცოტაოდენი ფხვნილი და დაასხით წყალი ფაფისებური მასის მიღებამდე.
მიღებული მასა მოათავსეთ დოლბანდზე და თბილი სახით დაიდეთ მკერდზე კომპრესის სახით. ეს პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმეორეთ, სამდღიანი შესვენების შემდეგ კურსი ისევ გაიმეორეთ.