სამეფო ფლავი ჩემი აზერბაიჯანელი ბებიის ნასწავლი რეცეპტით
ამ რეცეპტით მომზადებული ფლავი ძალიან გემრიელია და ხშირად ამზადებენ აზერბაიჯანში.
ძველად ასე მომზადებული ფლავით მხოლოდ წარჩინებულ ადამიანებს უმასპინძლდებოდნენ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
ძველად ასე მომზადებული ფლავით მხოლოდ წარჩინებულ ადამიანებს უმასპინძლდებოდნენ.
საჭირო მასალა:
- ლავაში- 2 შეკვრა
- სტაფილო- 2ცალი
- ნიორი- 3 კბილი
- ქიშმიში- 150გ
- კურკუმა- გემოვნებით
- ბრინჯი- 1 კგ
- საქონლის ხორცი- 800გ
- ხახვი- 1 თავი
- შავი ქლიავი- 200გ
- კარაქი- 70გ
- მარილი- გემოვნებით
მომზადების წესი:
- ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ ბრინჯი, სანამ ბოლომდე არ მოიხარშება
- აიღეთ ღრმა ტაფა ან ქვაბი და ლავაშის ფურცლები ისე ჩააფინეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
- დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი.
- ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე
- სტაფილო და ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით
- შავი ქლიავი და ქიშმიში გარეცხეთ. აურიეთ ბრინჯი, ჩირი და ხორციანი მასა ერთმანეთში.
- ბრინჯი მოათავსეთ ტაფაზე ან ქვაბში, რომელშიც ლავაშის ფურცლები გაქვს ჩაფენილი. დაუმატეთ მთლიანი თავი ნივრები და მოასხით მცენარეული ზეთი. მოაყარეთ კურკუმა და ზემოდან ლავაშის ფენები გადააფარეთ. ლავაშს ზემოდან წაუსვით მცენარეული ზეთი.
- ფლავი შედგით ღუმელში 1,5 საათით
- მზა ფლავი დაჭერით ნაჭრებად ღვეზელივით.
გემრიელად მიირთვით.