ბირიანი ბოსტნეულით - ინდური სამზარეულოს კერძი

ბირიანი ბოსტნეულით - ინდური სამზარეულოს კერძი
საერთოდ ბირიანი ქათმის და საქონლის ხორცითაც მზადდება. თუმცა ეს სამარხვო ვარიანტიც არანაკლებ გემრიელია.

მომზადების დრო: 1 სთ
მომზადების სირთულა: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 310 კკალ.

საჭირო მასალა:

  • 200 გ მწვანე ბარდა
  • ხახვი 1 თავი
  • ნედლი ჯანჯაფილის 1 სმ-იანი ნაჭერი
  • კარტოფილი 3 ცალი
  • 2 ჩ/კ დაფქული ხმელი ქინძი
  • 300 მლ ნატურალური იოგურტი
  • 1 ჩ/კ კურკუმა
  • სტაფილო 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • ყაბაყი 1 ცალი
  • ზეთი 3 ს/კ
  • გრძელი ბრინჯი 350 გ
  • 2 ჩ/კ გარამ-მასალა
  • 0,25 ჩ/კ დაფქული ზაფრანა


მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ ბრინჯი, დაასხით წყალი, გააჩერეთ 1 საათი. კარტოფილი, სტაფილო და ყაბაყი დაჭერით კუბიკებად.
  2. ჯანჯაფილი, ხახვი და ნიორი დაჭერით წმინდად. ცოტაოდენი ხახვი გადადეთ ცალკე, დანარჩენი შეურიეთ 200 მლ იოგურტში.
  3. გაახურეთ ზეთი ქვაბში, დაუმატეთ დაჭრილი სანელებლები, ხრაკეთ რამდენიმე წამი. დაუმატეთ კარტოფილი და შეწვით 5 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიტანეთ ჯამში და გააცივეთ.
  4. შემდეგ დაუმატეთ ბარდა, სტაფილო და ყაბაყი.
  5. იოგურტში დაამარინადეთ ჯანჯაფილი, ხახვი და ნიორი 2 საათის განმავლობაში.
  6. ბრინჯი მოხარშეთ. ზაფრანა გახსენით ცოტაოდენ რძეში. როცა ბრინჯი მოიხარშება, დაუმატეთ იოგურტი, ზაფრანიანი რძე, ფრთხილად აურიეთ ჩანგლით და გააჩერეთ 5 წუთი.
  7. ტაფაზე ოდნავ მოხრაკეთ ხახვი, დაუმატეთ დამარინადებული ბოსტნეული მარინადთან ერთად და თუშეთ 10 წუთი.
  8. წაუსვით ტაფას ზეთი, გადაიტანეთ ბრინჯის ნახევარი და მოასწორეთ.
  9. ზემოდან გაანაწილეთ ბოსტნეული, დააფარეთ დარჩენილი ბრინჯი. გადააფარეთ ჭურჭელს ფოლგა და აცხვეთ ბრინჯი 140 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი. დაჭერით თანაბრად, მოაყარეთ თხილი და მწვანილი.
  10. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.

გემრიელად მიირთვით!