აღმოსავლური ფლავის რეცეპტი, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს
ეს ფლავი ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია უზბეკურ სამზარეულოში. ისინი ამ კერძს ყველა დღესასწაულზე და მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნის დროს ამზადებენ. გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ და ოჯახის წევრებთან ერთად დააგემოვნოთ ეს უზბეკური სასწაული.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ბატკნიკს ხორცი- 500გ
- სტაფილო- 2ცალი
- კურკუმა- გემოვნებით
- ხმელი სუნელი- გემოვნებით
- ნიორი- 3კბილი
- ბრინჯი- 500გ
- ხახვი- 1თავი
- ბაზილიკი- გემოვნებით
- ბარბარისი- გემოვნებით
- მცენარეული ზეთი- 200გ
მომზადების წესი:
- ზეთი ჩაასხით სქელძირიან ქვაბში ან ტაფაზე და დადგით მაღალ ცეცხლზე. გააჩერეთ 6-8 წუთის განმავლობაში, სანამ მსუბუქ ბოლს არ გაუშვებს
- ხახვი დაჭერით მრგვლად და მოთუშეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მას სრულ მოთუშვამდე გამუდმებით ურიოთ.
- შემდეგ დაუმატეთ ხორცი და 15-20 წუთის განმავლობაში თუშეთ. ურიეთ გამუდმებით. ხორცის დამატებიდან 10 წუთის შემდეგ კი დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილოც.
- ქვაბში ჩაამატეთ ადუღებული წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს. ჩაუმატეთ ყველა სუნელი და მარილი.
- სუნელებთან ერთდ შეგიძლიათ ჩაამატოთ დაჭყლეტილი ნიორი.
- შემდეგ ჩაუწიეთ ცეცხლს და დაბალ ცეცხლზე 15- 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ ხორცი.
- შემდეგ ჩაამატეთ გარეცხილი ბრინჯი. არ შეშინდეთ თუკი წვენი ზედმეტად მლაშე მოგეჩვენებათ. ბრინჯი მის გემოს გაანეიტრალებს.
- ბრინჯი ხარშეთ მანამ, სანამ წყალს არ დაიშრობს.
- მას შემდეგ რაც ფლავი სანახევროდ მზად იქნება ქვაბს დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 10- 15 წუთით.