როგორ გამოვაცხოთ უგემრიელესი ღვეზელი ორაგულით, მწვანილითა და ბრინჯით?

როგორ გამოვაცხოთ უგემრიელესი ღვეზელი ორაგულით, მწვანილითა და ბრინჯით?
როდესაც საუბარი თევზეულს ეხება, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან- ერთნი, რომელსაც ძალიან უყვართ თევზეული და მეორე, რომელიც საერთოდ არ მიირთმევენ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ რეცეპტით მომზადებულ ორაგულზე უარს ვერავინ იტყვის.

საჭირო მასალა:
  • ორაგული- 200გ
  • მარილი- გემოვნებით
  • კვერცხი- 2ცალი
  • მცენარეული ზეთი- 1ს.კ
  • ფენოვანი ცომი- 500გ
  • ბრინჯი- 0,5 ჭიქა
  • მწვანე ხახვი- 1 კონა
  • კარაქი- 20გ


მომზადების წესი:

  1. ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში

  2. მაგრად მოხარშეთ კვერციც

  3. ხახვი წვრილად დაჭერით, ორაგულს მოაშორეთ კანი და ფხები. ფილე თხელ ნაჭრებად დაჭერით.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და წაუსვით ცხიმი
  5. ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ. პირველი ფენა დააფინეთ საცხობ ფორმაზე


  6. ცომზე გაანაწილეთ გულსართი შემდეგნაირად- ბრინჯი, ხახვი, კუბებად დაჭრილი კვერცხი და მარილი.
  7. ზემოდან მოაწყვეთ თევზის ნაჭრები
  8. ღვეზელს ზემოდან გადააფარეთ ცომის მეორე ფენა, ნაპირები ხელით კარგად დააფიქსირეთ, ზემოდან წაუსვით კარაქი და ჩანგლით დაჩხვლიტეთ
  9. ღვეზელი შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.


გემრიელად მიირთვით