კარტოფილის მწვადი - ეს რაღაც განსაკუთრებულია! თან მხოლოდ 2 ინგრედიენტი გჭირდებათ...

კარტოფილის მწვადი - ეს რაღაც განსაკუთრებულია! თან მხოლოდ 2 ინგრედიენტი გჭირდებათ...
fpaparazzi გთავაზობთ, მოამზადოთ არაჩვეულებრივი მწვადი კარტოფილისგან! ნოყიერი გარნირი, რომელიც ორიგინალურიც არის და ძალიან გემრიელი. დაგჭირდებათ მხოლოდ კარტოფილი და სალა...

საჭირო მასალა:

  • კარტოფილი 1 კგ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ქონდარი გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით 5-6 მმ სისქის ნაჭრებად. სალაც დაჭერით 3 მმ-ის სისქის ნაჭრებად.

  2. მორიგეობით ააცვით ხის ჩხირებზე კარტოფილი და სალა.


  3. ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ ფოლგა და დაალაგეთ ხის ჩხირებზე წამოცმული კარტოფილი და სალა. მოაყარეთ მარილი და პილპილი,სურვილისამებრ ნედლი ან ხმელი ქონდარიც. გადააფარეთ ფოლგის მეორე ფირფიტა და კიდეები დაუფიქსირეთ.


  4. მოათავსეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. შემდეგ მოხსენით ფოლგის ზედა ფენა, დაუკელით ტემპერატურას 180 გრადუსზამდე და გააჩერეთ ღუმელში, სანამ კარტოფილი და სალა არ დაიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!