დაბრაწული კარტოფილი-გარმონის უჩვეულო და მარტივი რეცეპტი
მსოფლიოში კარტოფილსგან მომზადებული კერძის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ასეთი ალბათ იშვიათად თუ ვინმეს გაუსინჯავს.
fpaparazzi გთავაზობთ კარტოფილი-გარმონის რეცეპტს, რომლის მომზადებასაც ძალიან ცოტა დრო და მონდომება სჭირდება.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
fpaparazzi გთავაზობთ კარტოფილი-გარმონის რეცეპტს, რომლის მომზადებასაც ძალიან ცოტა დრო და მონდომება სჭირდება.
საჭირო მასალა:
- 2 საშუალო ზომის კარტოფილი
- ბეკონი, ლორი ან სალა
- ზეთი 2-3 ს/კ
- კარის სანელებელი 1 ჩ/კ
- სოიოს სოუსი 1 ს/კ
- მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
- აიღეთ 2 კარტოფილი, სასურველია თანაბარი ზომის იყოს.
- გაფცქვენით და გარეცხეთ.
- კარტოფილის ქვეშ დადეთ სუფრის კოვზი და ჩაჭერით ზოლებად მთლიანი კარტოფილი. კოვზი იქნება დაბრკოლება, რათა კარტოფილი ბოლომდე არ ჩაიჭრას.
- ჩაჭრილი კარტოფილი შეახვიეთ ფოლგაში და შედეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.
- სანამ კარტოფილი იწვება, დაჭერით ძეხვი იმ ზომებზე, რომ კარტოფილიდან ძალიან არ გამოჩნდეს.
- მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და დაუმატეთ ზეთი. კარგად აურიეთ.
- მოამზადეთ სოუსი. პატარა ღრმა ჯამში ჩაასხით სოიოს სოუსი, ჩაყარეთ კარი და დაუმატეთ ზეთი.
- ნახევარ საათში გამოიღეთ კარტოფილი ღუმელიდან, შემოაცალეთ გვერდებიდან ფოლგა, დაუტოვეთ ძირზე.
- ლორი გაანაწილეთ კარტოფილის ჩანაჭრებში და გულუხვად მოასხვით სოუსი.
- შეახვიეთ კვლავ ფოლგაში და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთი (იგივე ტემპერატურაზე).
- სურვილისამებრ მზა კარტოფილს შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი ყველი და მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!