ფოლგაში გამომცხვარი კარტოფილი ლორით და ნივრით
ახალი კარტოფილის სეზონზე, ყველა ცდილობს, შენსი არ გაუშვას ხელიდან და იექსპერიმენტოს ამ ახალი კარტოფილისგან კერძების მომზადებისას. ამიტომაც, fpaparazzi-მ გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ ნოყიერი და ძალიან გემრიელი ვახშმის რეცეპტი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გაარჩიეთ ნიორი და ჩახეხეთ წვრილი სახეხით პირდაპირ ზეითუნის ზეთიან ჯამში, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და აურიეთ.
კარტოფილი გარეცხეთ უხეში ღრუბლით და დაჭერით დაახლოებით 1 სმ სისქის წრეებად.
მოათავსეთ დაჭრილი კარტოფილი ჯამში და მოასხით ნივრიანი ზეთი, კარგად აურიეთ, რათა კარტოფილის თითოეულ ნაჭერს მოედოს ზეთი.
მოამზადეთ ტყვიის ქაღალდის 6 ორად მოკეცილი 30/40-სმ-ზე ნაჭერი.
თითოეული ფოლგის შუაში მოათავსეთ ერთი ნაჭერი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ლორის თითოეული ფირფიტა დაჭერით 3 ნაწილად და დაადეთ კარტოფილის თითოეულ რგოლს ლორის 6-6 ნაჭერი. აუწიეთ ფოლგას კიდეები, ცოტათი მოუკარით თავი და ჩაასხით თითოეულ ფოლგაში 0,5 ჭიქა წყალი, შემდეგ კი მთლიანად მოუკარით ფოლგას თავი.
აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
საჭირო მასალა:
- 12 საშუალო ზომის ახალი კარტოფილი
- 2 თავი ნიორი
- ლორის 12 თხელი ნაჭერი
- 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით