დედამთილმა უნიკალური რეცეპტი გამიზიარა... ვერ მოვასწარი ღუმელიდან გამოღება, რომ კერძი აღარ იყო!
კარტოფილის პიურეს, როგორც წესი ხორციანი კერძების გარნირად ამზადებენ. მაშ, რატომ არ გავაერთიანოთ ორი კერძი? fpaparazzi გთავაზობთ კარტოფილისა და ხორცის ფარშის შესანიშნავი მობრაწულას რეცეპტს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კარტოფილი 1 კგ
- ხახვი 1 თავი
- კარაქი 25 გ
- პილპილი და მარილი გემოვნებით
- საქონლის ხორცის ფარში 400 გ
- არაჟანი 2 ს/კ
მომზადების წესი:
- წვრილად დაჭერით ხორცი. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი.
- გაატარეთ ხორცი და ხახვი ერთად.
- გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით კუბიკებად და მოხარშეთ მარილიან წყალში.
- დაუმატეთ ფარშს მარილი და პილპილი და მოხრაკეთ ერთად დაფაზე. თუ ფარში ზედმეტად მშრალი გამოვიდა, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.
- კარტოფილს გადაუღვარეთ წყალი, დაუმატეთ კარაქი და ჩაზილეთ.
- გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამანტი და წაუსვით ზეთი.
- თანაბრად გაანაწილეთ ფორმის ფსკერზე კარტოფილის პიურეს ნახევარი.
- შემდეგ გაანაწილეთ ფარში, ფარშის ზემოდან კი კვლავ კარტოფილი გაანაწილეთ თანაბრად. იმისათვის, რომ მარტივად გაანაწილოთ პიურე, გამოიყენეთ ხის ან სილიკონის ნიჩაბი.
- წაუსვით ზემოდან არაჟანი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!