უგემრიელესი ჟულიენი კარტოფილში- გემრიელი კერძი ნაღების გულსართით
საფრანგეთში ჟულიერნს ახალი ბოსტნეულით აკეთებენ, თუმცა ჩვენ ამ კერძის სულ სხვაგვარ ვარიანტს ვიცნობთ. დღეს ჟულიენის მომზადების კიდევ ერთი განსხვავებული ვარიანტი გვინდა შემოგთავაზოთ- ჟულიენი კარტოფილის ბუდეებში.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- კარტოფილი- 3 ცალი
- ქამა სოკო- 400გ
- ფქვილი- 0,5 ს.კ
- ყველი- 100გ
- დაფქული შავი წიწაკა
- კარაქი- 70გ
- ხახვი- 1 თავი
- ნაღები- 250 მგ
- მარილი- გემოვნებით
- გარეცხეთ კარტოფილი, გაჭერით შუაზე, დანით ამოაცალეთ შიგთავსი
- ტაფაზე გაადნეთ 50 მგ კარაქი, დაუმატეთ სოკო, ცოტა ხანში კი ხახვი და მოთუშეთ.
- დაუმატეთ ამ ყველაფერს ფქვილი და კარგად აურიეთ. როდესაც მასა კარგად შეიკვრება, დაუმატეთ ნაღები, მარილი, პილპილი და თუშეთ 3-5 წუთით.
- კარტოფილის ბუდეებში ჩაყარეთ მარილი და პილპილი. თითოეულ მათგანში მოათავსეთ ცოტა კარაქი
- კარტოფილი დააწყვეთ ცხიმწასმულ ფორმაზე და თითოეულ მათგანში სოკოს მასა მოათავსეთ.
- ღუმელი გაახურეთ 190 გრადუსზე და აცხვეთ 15 წუთით. შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში 20 წუთით.
- გემრიელად მიირთვით.