შესაძლებელია თუ არა ალერგიისგან თავის დაღწევა და როგორ ებრძვიან მას მსოფლიოში.
თუკი ადამიანს ალერგია დაემართა, ეს სამუდამო ავადმყოფობაა თუ შესაძლებელია მისგან თავის დაღწევა? რა მეთოდებით ებრძვიან მსოფლიოში ალერგიას?
ექიმის კომენტარი:
ალერგიასთან ბრძოლა შესაძლებელი კი არა, აუცილებელია, რადგან თუ დროულად არ შევეწინააღმდეგებით ალერგიულ პროცესს, იგი აღარ იქნება კონტროლირებადი და შესაძლოა, ძლიერი დარტყმა მიაყენოს ადამიანის იმუნიტეტს. დასაწყისში, როგორც წესი, დაავადება გამოწვეულია ერთი ალერგენით - მაგალითად მატყლით ან კატის ბეწვით. თუ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ ალერგიის გამომწვევ ცხოველთან კონტაქტს, ალერგია უკან დაიხევს და გაქრება. მაგრამ თუ ავადმყოფობა ხანგრძლივდება, აგრესიულ ნივთიერებათა წრეც უფრო და უფრო ფართოვდება. ზოგიერთი მათგანისაგან ( მაგალითად, ოთახის მტვერი) დამალვა შეუძლებელი ხდება. ასეთ შემთხვევაში უკვე დაავადებისგან თავის დაღწევა ძნელია. ადამიანს მთელი ცხოვრება უწევს ალერგიისგან თავდაცვა გარდამავალი წარმატებით. ამიტომ აუცილებელია გამომწვევი ალერგენის დროული გამოვლენა და მასთან კონტაქტის შეწყვეტა.
თუმცა, მედიკოსები ამ სენთან ბრძოლის სხვა, რამდენიმე ეგზოტიკურ, მაგრამ შესანიშნავ ხერხსაც გვთავაზობენ, მაგალითად მარალმთიანი კურორტები, ან სპელეოთერაპია - გამოქვაბულში ჩასვლა. მიწის ზემოთ და ქვემოთ ალერგენთა რაოდენობა მინიმალურია, ვინაიდან ალერგენები ცილოვანი სუბსტანციებია, მათ გააჩნიათ ნახევარდაშლის პერიოდი და ადრე თუ გვიან, ორგანიზმი მათგან თავისუფლდება, მგრძნობელობაც ქვეითდება და შედეგად ადამიანი ან გამოჯანმრთელდება, ან უფრო იოლ ფორმებში აქვს გამოხატული დაავადება. სეზონური ალერგიის დროს ეფექტურია მემბრანოტროპული მოქმედების პრეპარატები, მაგრამ ნებისმიერი საშუალება უნდა დაგინიშნოთ ექიმმა!
გახსოვდეთ: რაც უფრო დროულად დაიწყებთ მკურნალობას, გამოჯანმრთელების მით მეტი შანსი გექნებათ.