უმარტივესი საშუალებები, ქრონიკული ბრონქიტის და სისველის სამკურნალოდ!
ქრონიკული ბრონქიტის დროს სისველისა და ნესტისგან თავის დაღწევა შეგიძლიათ შემდეგი ხალხური საშუალებებით და ბალახების ნაკრებებით.
- აიღეთ თითო ს/კ ანისულის დაქუცმაცებული ნაყოფი, სალბის ფოთლები, ფიჭვის კვირტები, ძირტკბილას ფესვები და ტუხტის ფესვები, აურიეთ ერთმანეთში. 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი და მდუღარე წყლის აბაზანაში გააცხელეთ 15 წთ. შემდეგ გააგრილეთ, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი თავდაპირველ მოცულობამდე. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი 4 - ჯერ დღეში მთელი თვის განმავლობაში.
- შეურიეთ 2 ს/კ დიდი კამის ნაყოფი და ოთხ - ოთხი კოვზი ძირტკბილასა და ტუხტის დაქუცმაცებული ფესვები. ნაყენი მზადდება და ისმება ისევე, როგორც წინა რეცეპტში.
- ლეღვის 3 გამხმარ ნაყოფს დაასხით 2 ჭიქა რძე, ხარშეთ ნარევი 20 წთ ნელ ცეცხლზე, გაწურეთ. დალიეთ თბილი ნახარში ღამით.
- შენიშვნა: ასთმური ბრონქიტის დროს სამკურნალო ბალახების შერჩევა უნდა დიდი სიფრთხილით და ექიმთან ერთად, ვინაიდან მათ შეუძლიათ ალერგია გამოიწვიონ და შემსუბუქების ნაცვლად დაავადება გაართულონ.