როგორ გამოვაცხოთ ქადა მინიმალური ინგრედიენტებისგან
ქადის უამრავი რეცეპტი არსებობს. ყველა დიასახლისს ამ ნამცხვრის მომზადების საკუთარი, უნიკალური ტექნიკა აქვს. ჩვენ ერთ-ერთ, საუკეთესო, ყველაზე მარტივ და მრავალჯერ ნაცად რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ფქვილი 720 გ
- ეფირი 250 მლ
- მარილი 2 მწიკვი
- შაქარი 180 გ
- კარაქი 300 გ
- კვერცხი 2 ცალი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
- ნიგოზი 150 გ
მომზადების წესი:
- დაიწყეთ ცომის მომზადებით. ამისათვის 480 გ ფქვილში აურიეთ მწიკვი მარილი და გამაფხვიერებელი. დაყარეთ ფქვილის გორა სამუშაო მაგიდაზე, გაუკეთეთ ჩაღრმავება და ჩახეხეთ მასში 200 გ კარაქი, დაუმატეთ კვერცხი და კეფირი.
- მოზილეთ ცომი, შემდეგ გაყავით 3 თანაბარ ნაწილად. თითოეული მასა გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 2-5 საათით.
- ამასობაში მოამზადეთ გულსართი. გახეხეთ 100 გ დარბილებული კარაქი მწიკვ მარილთან და შაქართან ერთად. როგორც კი ერთგვაროვან მასას მიიღებთ, დაუმატეთ 240 გ ფქვილი და ხელით ასრისეთ.
- დააქუცმაცეთ ნიგოზი (გაატარეთ ან დააბლენდერეთ), შეურიეთ მზა გულსართს და აურიეთ. გაყავით გულსართიც 3 თანაბარ ნაწილად.
- გამოიღეთ მაცივრიდან ერთი ცომის გუნდა და გააბრტყელეთ სწორკუთხედად. ცომის სისქე უნდა იყოს 0,5 სმ.
- მოაყარეთ სწორკუთხედს ბლომად გულსართის ერთი ნაწილი. დატოვეთ ცოტაოდენი, რათა ზემოდანაც მოაყაროთ.
- გადახვევა დაიწყეთ გრძელი კიდიდან და ეცადეთ მჭიდროდ დაახვიოთ რულეთი. ფიგურული დანის მეშვეობით დაჭერით 3-5 სმ-ის ნაჭრებად. ასევე მოიქეცით ცომის დანარჩენი გუნდებით.
- ათქვიფეთ 1 კვერცხი. დააფინეთ ღუმელის ფირფიტაზე პერგამენტი და მოათავსეთ ქადები, წაუსვით კვერცხი, მოაყარეთ დარჩენილი გულსართი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ქადებს ზედაპირი არ დაებრაწებათ.
- როცა გამომცხვარი გადები გაცივდება, მოათავსეთ თავდახურულ პლასტიკატის კონტეინერებში. ასე ნამცხვრებს რამდენიმე დღით რბილად შეინახავთ.
გემრიელად მიირთვით!