აღმოსავლური ღვეზელები ყველით ფეტა
fpaparazzi გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ღვეზელების რეცეპტს გთავაზობთ...
საჭირო მასალა:
ცომი:
გულსართი:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
ცომი:
- კარაქი 100 გ
- კეფირი 1 ჭიქა
- 1 კვერცხის ცილა
- ფქვილი 2,5-3 ჭიქა
- ფქვილი 2,5-3 ჭიქა
- გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
- მწიკვი მარილი
გულსართი:
- ყველი ფეტა 250 გ
- ოხრახუში 50 გ
- 1 კვერცხის გული წასასმელად
მომზადების წესი:
- გაყინული კარაქი გახეხეთ, დაუმატეთ ფქვილი და ხელით კარგად ასრისეთ, დაუმატეთ მარილი.
- კეფირში გახსენით გამაფხვიერებელი და გააჩერეთ, რომ აფუვდეს. დაუმატეთ ფქვილის მასას. დაუმატეთ კვერცხის ცილა და მოზილეთ ცომი.
- გადაიტანეთ ცომი მაგიდაზე და დააფარეთ ჯამი. გააჩერეთ 20 წუთი, სანამ გულსართს მოამზადებდეთ.
- ხელით დაფხვენით ფეტა, დაუმატთ ოხრახუში და აურიეთ.
- ცომს მოაცალეთ კაკლის ხელა ნაწილი, დაამრგვალეთ, ხელით გააბრტყელეთ, მოათავსეთ გულსართი და მოუკარით კიდეები ისე, რომ გული ღია დარჩეს, როგორც აჭარულ ხაჭაპურს.
- წაუსვით ნავებს კვერცხის გული. გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!