განსაკუთრებული მეგრული ხაჭაპური მაია თორიასგან

განსაკუთრებული მეგრული ხაჭაპური მაია თორიასგან
დღეს fpaparazzi ყველაზე გემრიელი ხაჭაპურის რეცეპტს გაგიზიარებთ.

საჭირო მასალა:

  • 500 გ სულუგუნი
  • 300 გ იმერული ყველი
  • კარაქი


ცომისთვის:

  • 500 გ ფქვილი + გასაბრტყელებლად
  • 100 მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 30 გ კარაქი
  • 11 გ მშრალი საფუარი
  • 11 გ შაქარი
  • 11 გ მარილი
  • ზეთი წასასმელად


მომზადების წესი:

  1. ცომისთვის საფუარი და შაქარი გახსენით 150 მლ თბილ წყალში და გააჩერეთ, სანამ აქაფდება.
  2. ოდნავ შეათბეთ რძე, გაადნეთ კარაქი.
  3. ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი დაუმატეთ მარილი და საფუვრიანი მასა, რძე, კარაქი და კვერცხი. მოზილეთ ელასტიკური ცომი.
  4. წაუსვით ცომის ზედაპირს ზეთი, გადაფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას 1-1,5 საათით.
  5. გულსართისთვის გახეხეთ ორივენაირი ყველი და აურიეთ.
  6. ჩაზილეთ ამოსული ცომი და გაყავით 3 თანაბარ ნაწილად. გულსართს მოაკელით 100-150 გ, დანარჩენი გულსართიც გაყავით 3 თანაბარ ნაწილად.
  7. გაახურეთ ღუმელი მაქსიმალურ 250-300 გრადუსამდე. ცომის ერთი ნაწილი გააბრტყელეთ წრის ფორმად ფქვილმოყრილ ზედაპირზე. მოათავსეთ ცომის შუაგულში ყველის გულსართი და მოუკარით თავი.
  8. გადაიტანეთ ტაფაზე, ხელით ფრთხილად გააბრტყელეთ 1-1,5 სმ სისქეზე.
  9. თითოეულ ხაჭაპურს შუაგულში გაუკეთეთ ნაპრალი ჰაერის გამოსასვლელად, მოაყარეთ გადანახული გახეხილი ყველი და აცხვეთ 7-9 წუთი.
  10. მზა ხაჭაპურს წაუსვით კარაქი.

გემრიელად მიირთვით.