ფრჩიხილის სოკო, ძალზე ქმედითი ხალხური საშუალებებით მოვირჩინე!
ფრჩხილების სოკოვან დაავადებას, ონიქომიკოზს, სხვადასხვა სახეობის სოკო იწვევს, მათ შორის - დერმატოფიტებიც. დაავადება უმთავრესად 20 - 25 წლის ასაკში ემართებათ, მამაკაცებს უფრო ხშირად, ვიდრე ქალებს.
ონიქომიკოზის გავრცელების მექანიზმი ისეთივეა, როგორიც ტერფების მიკოზისა - სპორტდარბაზში, საუნაში, აუზზე, საშხაპეში, გასახდელში ( სადაც ცუდად იცავენ სანიტარულ ნორმებს ) დაავადებული ტერფებიდან ჩამოფცქვნილი კანის ან ფრჩხილის მიკრონაწილაკებთან ერთად გარშემო იფანტება სოკოს ელემენტები, რომლებიც იატაკზე, ხალიჩაზე, ხის ცხაურზე დიდხანს ცოცხლობენ, წყლის პროცედურების დროს კი ტერფების კანი ფაშრდება, რაც დაავადების გამომწვევის შეღწევას აადვილებს.
მეც არ ამიარა გვერდი ამ უსიამოვნო დაავადებამ, მაგრამ აღმოვაჩინე ძალზე ქმედითი ხალხური საშუალებები. მინდა, რამდენიმე მათგანი თქვენც გასწავლოთ:

- აიღეთ 20 % - იანი პროპოლისის ნაყენი ან მისი ექსტრაქტი, დაასველეთ ბამბის ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილზე. პროცედურა ყოველდღე უნდა ჩაიტაროთ. მალე დაზიანებული ფრჩხილი მოძვრება და მის ადგილას ჯანსაღი წამოვა.
- სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ცირცელის ნედლ ფოთოლს - კარგად უნდა გაწმინდოთ, დაიდოთ დაზიანებულ ადგილზე და დოლბანდით დაიმაგროთ. ნახვევი ყოველდღე უნდა იცვალოთ.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭერმის ფესვი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი და 3 დღით დააყენეთ. გამოყენების წინ კარგად შენაჯღრიეთ. წაისვით ფეხის ფრჩხილზე ყოველდღე 1 თვის განმავლობაში. ფრჩხილი დარბილდება. ის ფაქიზად უნდა მოიჭრათ. მის ადგილას კი ახალი, ჯანსაღი ფრჩხილი ამოვა.